ჩვენს შესახებ

Tempus-ის ეროვნული ოფისის ამოცანაა გაზარდოს პროგრამის ეფექტურობა და გააძლიეროს მისი გავლენა საქართველოში ევროკომისიისა და შესაბამისი ეროვნული სამსახურების მხარდაჭერის გზით.

სრულად . . .




როგორ წარვადგინოთ პროექტი?

როგორ წარვადგინოთ პროექტი? PDF ბეჭდვა ელფოსტა

ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი ტიპის პროექტი:

  • ერთობლივი პროექტები - Joint Projects - ხორციელდება ინსტიტუტის დონეზე და მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, სტუდენტთა მომსახურებას, მართვის გაუმჯობესებასა და ა.შ.
  • სტრუქტურული ღონისძიებები - Structural Measures - ხორციელდება ეროვნულ დონეზე და ხელს უწყობს უმაღლესი განათლების რეფორმას პარტნიორ ქვეყანაში (სტრუქტურული ღონისძიებების შემთხვევაში სამინისტრო აუცილებლად უნდა იყოს პროექტის პარტნიორი)

პროექტების განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა პრიორიტეტების მკაცრი დაცვა. 
პროექტები რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით უნდა ითვალისწინებდეს ან რეგიონულ, ან ეროვნულ პრიორიტეტებს. 

პროექტის ფარგლებში დასაშვებია შემდეგი ორგანიზაციების პარტნიორიბა:

  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული უსდ
  • უსდ-ების ასოციაციები და ქსელები
  • რექტორთა/მასწავლებელთა/სტუდენტთა ორგანიზაციები
  • არასამთავრობო ორგანიზაციები
  • სოციალური პარტნიორები და ტრეინინგ-ორგანიზაციები
  • კერძო და სახელმწიფო საწარმოები
  • კვლევითი ინსტიტუტები
  • ასოცირებული პარტნიორები: სამინისტრო, სსიპ და ადგილობრივი/რეგიონული ადმინისტრაცია

დასაშვები პარტნიორობა
ეროვნული პროექტების შემთხვევაში: min. 6 უსდ

  • პარტნიორი ქვეყნიდან (საქართველო) min. 3 უსდ
  • უსდ ევროკავშირის 3 ქვეყნიდან