| მიმოხილვა |
|
|
|
|
უმაღლესი განათლება საქართველოში (2010 წლის ანგარიში) უმაღლესი განათლება საქართველოში (2012 წლის ანგარიში)
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა საქართველოში მოიცავს 12 წელს, რომელთაგან სავალდებულო სწავლებად ითვლება 9 წელი (6 წელი დაწყებითი და 3 წელი ძირითადი საბაზო სკოლა). დაწყებით სკოლაში მიიღებიან 6 წლის მოსწავლეები. ძირითადი საბაზო განათლების დასრულების შემდეგ (15+ წელი) მოსწავლეს საწყისი პროფესიული განათლების (VET) მიღების საშუალება ეძლევა. უმაღლესი განათლების სისტემა შედება 3 საფეხურისგან – ბაკალავრიატი (240 ECTS), მაგისტრატურა (120 ECTS) და დოქტორანტურა (180 ECTS). უმაღლესი პროფესიული განათლება წარმოადგენს ე.წ. მოკლე ციკლს, ანუ ბაკალავრიატის ქვესაფეხურს (120 – 180 ECTS). სამსაფეხურიანი სწავლება – (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) უკვე ხორციელდება საქართველოს ყველა აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, გარდა მედიცინის სპეციფიკური საგანმანათლებლო პროგრამებისა. ამჟამად სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უსდ) დანერგილია საკრედიტო სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი.
მიუხედავად იმ მოკლე პერიოდისა, რომელიც გავიდა ბოლონიის პროცესში საქართველოს ოფიციალური ჩართვის შემდეგ (2005 წ.), განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემის მეტად შთამბეჭდავი რეფორმა. რეფორმის პაკეტი გულისხმობს რიგ სამართლებლივ აქტებს (მათ შორის საქართველოს კანონიუმაღლესიგანათლებისშესახებ - მიღებული 2004 წ. XII), ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას (გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ინფორმაციისა და აღიარების ცენტრი) და სხვა მრავალ ინიციატივას:
lump sum სისტემით დაფინანსების მოდელი შეიცვალა per capita მოდელით, რის შედეგადაც დაინერგა ვაუჩერების და გრანტების სისტემა. სახელმწიფო გრანტები ენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს მაღალი შეფასება. სტიპენდიების გადანაწილება ხდება დამსახურების მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულების მიმღებ სტუდენტებს შორის. ამავდროულად 2006 წლიდან წამყვან ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად მოქმედებს საბანკო სტუდენტური სესხების სისტემა.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა, აუცილებელია მატერიალური, ფინანსური და საექსპერტო დახმარება, რათა უმაღლესი განათლების სისტემა უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღო ვალდებულება განახორციელოს საუნივერსიტეტო პროგრამების რეფორმა და სასწავლო გეგმების ჰარმონიზაცია ბოლონიის პროცესისა და ევროპული უმაღლესი განათლების მოთხოვნების შესაბამისად. ტვინინგის პროექტი„შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ბოლონიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით“ (CEIBAL) საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსტიტუციური რესურსებისა და სამართლებრივი გარემოს გაძლიერების მიზნით, რათა განხორციელდეს ბოლონიის პროცესის სრული იმპლემენტაცია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში.
|
















